სოფელი ერედა

მდებარეობს მცხეთის რაიონში ალევის ქედის სამხრეთ დაბოლოებაზე, მდინარე ერედისხევის ნაპირზე, მცხეთიდან 21 კილომეტრის მანძილზე.

წმ. გიორგის ეკლესია დგას სოფლის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (6 X 5,3 ), ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში (კამარა, კონქი, სატრიუმფო თაღი) გამოყენებულია კვადრატული აგური. შესასვლელი სამხრეთიდანაა. იგი გარედან ოდნავ შეისრული თაღითაა გადახურული, ხოლო შიგნიდან ჩასმულია სწორკუთხა შეღრმავებაში. აღმოსავლეთით შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდია. აფსიდში გაჭრილია ფართო სწორკუთხა სარკმელი; ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელშიც. ეკლესიის დასავლეთ კედელთან კუთხის პილასტრებია, რომლებსაც ოდნავ შეისრული კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. ინტერიერში კედლები შელესილია და მოხატული. გარედან კედლები დასრულებულია აგურის თაროსებრი ლავგარდნით.

ეკლესიას გარს აკრავს რიყის ქვით ნაგები გალავანი. შესასვლელი სწორკუთხაა (2,6 X 2,5 ). გალავნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ორსართულიანი ნაგებობაა. პირველი სართული კამაროვანი გასასვლელია, ხოლო მეორე - სამრეკლოს ფანჩატური.


Tuesday, November 22, 2011

1.       პროექტის სახელწოდება:  „ ჩემი  სოფლის სალოცავები.“
2.       პროექტის მთავარი იდეა:  გავეცნოთ ჩვენი სოფლის ღირსშესანიშნაობებს.
3.       პროექტის აქტუალობა:   აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეემა სისტემატიურად იარონ წირვა-ლოცვაზე.  ასევე იზრუნონ ეკლესიის  მოვლა-პატრონობაზე.
4.       პროექტის მიზნები:  მოსწავლეები გაეცნონ  სოფელ ერედაში არსებულ სალოცავებს,     მოიპოვონ ინფორმაცია, რაც დაეხმარება მოსწავლეებს კულტურული, ესთეტიკური და სულიერი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში.   
5.       მონაწილეთა ასაკი:  15-16 წელი.
6.       ვადები/ხანგრძლივობა:  ერთი თვე.
7.       მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოაგროვებენ მასალას,  ერთმანეთს შეადარებენ ახალ და ძველ ეკლესიების არქიტექტურას, ამ თემასთან დაკავშირებით გამოსცემენ კედლის გაზეთს, მოაწყობენ პრეზენტაციას, გაუზიარებენ თავიაანთ აზრს თანატოლებს.
8.       პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, დამხმარე ლიტერატურა,ისტორიული წყაროები.
9.       პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  მოსწავლეებმა  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში   ნახეს ბევრი ეკლესია მონასტრები, აქედან გაჩნდა იდეა უფრო ახლოს გასცნობოდნენ საკუთარი სოფლის ღირსშესანიშნაობებს. მოვაწყეთ მსვლელობა,  მოსწავლეებთან ერთად დავათვალიერეთ ჩვენი სალოცავები. შემდეგ მოსწავლეები დავყავით  ჯგუფებად, გაესაუბრნენ სოფლის უხუცესებს, რომელთაგანაც  გარკვეული ინფორმაცია მოაგროვეს. გადაიღეს ფოტოსურათები, გამოსცეს კედლის გაზეთი, მოაწყვეს პრეზენტაცია, მოძიებული მასალა გააცნეს თანატოლებს.
10.   საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: რელიგია, ქართული ენა და ლიტერატურა.  
11.   პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ფოცხვერაშვილი.
12.   ხელმძღვანლის ელ.ფოსტა: tamarpotskhverashvili@gmail.com

No comments:

Post a Comment